ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ერთჯერადი დახმარების მისაღებად ამ მომენტისათვის შემოსავლების სამსახურში14 300-ზე მეტი განაცხადია შესული. მინისტრის თქმით, განაცხადები ჯანდაცვის სამინისტროს უკვე გადაეგზავნა და კომპენსაციების გაცემა მალე დაიწყება.

"კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ჩვენს მეწარმეებს, მათ ვისაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვები შეეხო, შემოსავლების სამსახურის პორტალით ისარგებლონ, სადაც არის მარტივი ფორმა შესავსები. უნდა მიუთითონ დასაქმებულის ვინაობა, მისი პირადი მონაცემები და რაც მთავარია საბანკო ანგარიში", — ამბობს მაჭავარიანი.

მისივე თქმით, განაცხადების შევსების პროცესი 24 დეკემბრამდე გაგრძელდება, ხოლო ამ ინფორმაციის დაზუსტება 28 დეკემბრის ჩათვლით.

რეგისტრაციის საფეხურები ასეთია:

შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარადგენენ ელექტრონულ განაცხადს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან, (იხილეთ შესაბამისი დანართი 1) ხოლო დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე ინფორმაციას ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან წარმოადგენენ დამსაქმებლები ან/და დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები (იხილეთ შესაბამისი დანართი 2).

გარდა ამისა, ამ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე: