სხალთელ მთავარეპისკიპოსს სპირიდონს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ გაავრცელა.

"მეუფე სპირიდონს დაუდასტურდა კოვიდ ვირუსი და მკურნალობს საავადმყოფოში. მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ მეუფეს", — წერს ჯაღმაიძე.

On.ge-მ სცადა მიტროპოლიტთან დაკავშირება, თუმცა მან ყურმილი გაგვითიშა.

ეს პირველი შემთხვევაა არაა, როცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს კორონავირუსი უდასტურდებათ. ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე 20 ნოემბერს კორონავირუსით გარდაიცვალა.

ამასთან, ოქტომბერში კორონავირუსი დაუდასტურდა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტს.