მთავარი არხის დაკვეთით ჩატარებული IPSOS-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 33% ფიქრობს, რომ კოვიდკრიზისს საუკეთესოდ ქართული ოცნება მოაგვარებს. 24%-ის აზრით, ეს არის ნაციონალური მოძრაობა.

ფოტო: კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი

სხვა მონაცემები ასე გადანაწილდა:

  • ევროპული საქართველო — 12%;
  • ლელო — 8%;
  • ლეიბორისტული პარტია — 7%;
  • მოქალაქეები — 3%
  • გირჩი — 3%

მთავარი არხის ინფორმაციით, IPSOS-ის მიერ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 1 500 რესპოდნენტი გამოიკითხა. იგი 26 ნოემბრიდან 5 დეკემბრის შუალედში პირდაპირი ინტერვიუს გზით ჩატარდა. მონაცემების ცდომილებაა +-3%.