12 გემოვნებიანი საჩუქარი მისთვის, ვისაც სუკულენტები შვილებივით უყვარს
2020 წელს უამრავი ჩვენგანის საუკეთესო მეგობრები სახლში მომრავლებული სუკულენტები გახდნენ. ისინი წარმოუდგენლად დადებითად მოქმედებენ ჩვენს განწყობაზე, მენტალურ ჯანმრთელობაზე, აურაზე, რომელიც ჩვენს ოთახებში თუ სახლში მოწყობილ სამუშაო კუთხეებში სუფევს. და არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ეს მცენარეებიც იმსახურებენ ჩვენგან ზრუნვას, ყურადღებას და მოფრთხილებას.
წარმოგიდგენთ 11 საჩუქარს, რომელიც ყველა იმ ადამიანს გაუხარდებოდა, რომლის სახლშიც სუკულენტებს დიდ პატივს სცემენ.
1. ქოთნების საკიდი
თუ სახლში პატარა დაკიდული ბაღების მოწყობა გსურს, ან მსგავსი ინტერესების მქონე ადამიანს იცნობ, ეს საკიდი ნებისმიერი სუკულენტის მოყვარულის სახლში შექმნის ბოჰემურ გარემოს. თან, თაროების ზედაპირებიც გათავისუფლდება.
2. ვეება, უპრეტენზიო დიზაინის ქოთანი
ვეება შეიძლება ცოტა გაზვიადებულია, მაგრამ სხვადასხვა სახეობის სუკულენტის კომპოზიციისთვის, ეს ქოთანი იდეალური არჩევანია. თან თავისი ანტიკური დიზაინით ნებისმიერ გარემოს მოუხდება. მისი სიგრძე 20 სანტიმეტრს აღემატება, ხოლო სიგანე და სიღრმე 8 სანტიმეტრამდე აღწევს.
3. წიგნი მომავალი მებაღისთვის
მცენარეებზე შეყვარებული ადამიანისთვის, რომელიც თავისი ბაღის გაცოცხლებას, ან აივანზე პატარა ორანჟერეას მოწყობას გეგმავს, ეს ყველაზე გულისხმიერი საჩუქარი იქნება. ამ ილუსტრირებულ წიგნში ის კაქტუსისა და სუკულენტის 40-მდე სახეობას და მათ 125 წარმომადგენელს გაეცნობა და გაიგებს, როგორ განსხვავდება მათი საჭიროებები თუ ზრუნვის მეთოდები. წიგნი, სახელად მებაღის სახელმძღვანელო, უამრავ ხერხსა და რჩევას გვპირდება და ამაზონის წიგნების რედაქტორისაგანაც მაღალი შეფასებაც აქვს დამსახურებული.
ფასი: სქელყდიანი $14,39, ხოლო ქინდლის ვერსია $9,99
4. მშვენიერი გულსაბნევები
Ain't they perfectly splendid?
ეს პაწაწინა, ფერადი საოცრებები მცენარეებზე შეყვარებულ მეგობრებს შეგიძლია გაუნაწილო და ჩანთების, ქუდების, პერანგების თუ ჯინსის ქურთუკების გასაფორმებლად, რამდენიმე შენთვისაც დაიტოვო. თან, რომ გამოთვალო, 1 ცალი $1-ზე ნაკლები გიჯდება.
5. კერამიკის "ნაძვის ხე"
ეს მშვენიერი საახალწლო აქსესუარი ნაძვის ხის ალტერნატივად არ გამოდგება, მაგრამ საძინებელში საახალწლო განწყობის შესაქმნელად მშვენიერი გამოსავალია. რომელი ყვავილებზე შეყვარებული ადამიანი არ დაიძინებდა ბედნიერად სუკულენტების მქრქალი განათების ფონზე?
6. ბუს ფორმის ქოთნები, იმიტომ რომ, რატომაც არა?
ყველა სამეგობროშია ერთი ადამიანი, რომელიც ბუებზეა შეყვარებული. მის ნივთებში ყველაფერი ამ თვალებბრიალა, ფუმფულა ფრინველს უკავშირდება — საფულე, თმის სამაგრი, პირბადე, მობილურის ჩასადები, გულსაკიდი, ჩანთა... და თუ მათ მცენარეებიც უყვართ, ამაზე უფრო ზუსტს რას შეურჩევ?
ციცქნა სუკულენტების კერამიკის ხელნაკეთი ქოთნები ოთახს მომხიბვლელობას და სიმყუდროვეს შემატებს. მას საჩუქრად რამდენიმე აქსესუარიც მოჰყვება, მათ შორის — სანამი.
7. მცენარეების "D ვიტამინი"
ზამთრის დღეებში, როცა სინათლეს მოწყურებული მცენარეებისთვის მზის სხივები არც ისე ხელმისაწვდომია, მათ გასაზრდელად ჯანსაღ გარემოს ხელოვნურად ქმნიან, ამაში კი LED-განათება ეხმარებათ.
ამ სანათს ზუსტად ეს დანიშნულება აქვს. ის გადახურულ გარემოში მყოფ მცენარეებს — სუკულენტებს, კაქტუსებს, ბოსტნეულს, ხილს — გაზრდაში ეხმარება. სანათს აქვს წითელი, ლურჯი და მესამე - ერთდროულად ორივე ფერის ნათურა. წითელი ნათურა მცენარეს ფოტოსინთეზის, გაღვივების, ყვავილობის პროცესში, ლურჯი კი — ქლოროფილის წარმოქმნაში ეხმარება. ამ ენერგიის მიღებით, მცენარის განვითარების პროცესი სწრაფდება.
პარამეტრების დაყენებით, სანათი ყოველდღე ავტომატურად ერთსა და იმავე დროს ჩაირთვება — 3, 6 ან 12 საათით.
8. ხელსაწყოები
ეს ნივთები ყველა იმ ადამიანის სახლში უნდა იყოს, რომელიც მცენარეებზე ზრუნავს. ნაკრებში შედის წყალგაუმტარი ხალიჩა, გადასარგავად საჭირო ხელსაწყოები, სპეციალური მაკრატელი, ფოთლების სანამი, გასაფხვიერებელი ინსტრუმენტები, ნიჩაბი, პინცეტი და ა.შ.
ნაკრები სულ 13 ნივთისგან შედგება და როგორც მომხმარებლები კომენტარების განყოფილებაში წერენ, 13-ვე ინსტრუმენტს თავისი დანიშნულება აქვს.
9. მაგნიტები
სუკულენტებით მორთული მაცივარი? რატომაც არა. ეს პატარა, ბუთქუნაფოთლებიანი მცენარე თუ გიყვარს, არასდროს გეზედმეტება. ციცქნა, რეზინის მაგნიტებით აჭრელებული მაცივარი ოჯახის წევრებისთვის მესიჯების გადაცემაში, ან უბრალოდ მეგობრების ფოტოების დამაგრებაში დახმარებას ყველას გაუწევს.
10. სამკაულების საკიდი
მაღალი ხარისხის კერამიკით დამზადებული ეს ესთეტიკური და ამავდროულად, აუცილებელი ნივთი ნებისმიერი საძინებლის თუ აბაზანის თაროს მოუხდება. ამ საკიდის დანახვისთანავე თუ გაგახსენდა მეგობარი, რომელსაც სამკაულები და ლამაზი ნივთები უყვარს, საჩუქარი უკვე შეგირჩევია.
11. ფინჯანი
მოსაზრება, რომ ფინჯანი საჩუქრებიდან თავის დაძვრენის მარტივი საშუალებაა, ყოველთვის სიმართლე არაა. ეს ნივთი შენს მეგობარს ყოველთვის ყველაზე "გემრიელ მომენტებში" გაახსენებს შენს თავს — დილის ყავის დროს, როცა სამსახურში იქნება, ან როცა ფიფქების ბარდნას ფანჯრიდან უყურებს და თან გემრიელად შეექცევა მარშმელოუებიან ცხელ შოკოლადს.
12. საახალწლო განათებები
რადგან ეს სტატია გახსენი, მწვანე ფერიც ძალიან გეყვარება. მგონი იმსახურებ საკუთარი თავის დასაჩუქრებას ამ საახალწლოდ, არა? კაქტუსის ფორმის განათებები შენს საძინებელსა თუ მისაღებ ოთახში საოცარ განწყობას შემოიტანს და საღამოებს გაგილამაზებს. კი, მყუდრო და სადღესასწაულო გარემო ნამდვილად დაიმსახურე.
ასევე იხილეთ:
- 9 ორიგინალური საჩუქარი, თუ Secret Santa-ში წელსაც ჩაგითრიეს;
- 10 საჩუქარი მისთვის, ვინც მთელი დღე სამუშაო მაგიდიდან არ დგება;
- 8 საჩუქარი, რომელიც სახლში ყოფნას უფრო კომფორტულს გახდის;
- 10 სამაგიდო თამაში, რომელიც იდეალური საახალწლო საჩუქარია;
- 10 საჩუქარი, რომლითაც საახალწლოდ თქვენი პატარები უნდა გააბედნიეროთ;
- 10 ნივთი, რომელზეც 2020-მდე ვერ იფიქრებდი, რომ მშვენიერი საჩუქარია;
- 10 საჩუქარი, რომელიც საახალწლოდ ჰოგვორტსში დაგაბრუნებს.
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ცოლი: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე ოცნების დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ცოლი: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
-
გადახედვა"გერმანიის ელჩმა კანცლერის ციტირება სწორად მოახდინა, ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება აგენტების კანონს — როთი "გერმანიის ელჩმა კანცლერის ციტირება სწორად მოახდინა, ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება აგენტების კანონს — როთი
-
გადახედვაპროკურატურის თანამშრომლის სახელის გამოყენებით, თანხის გამოძალვის ფაქტზე, ორ პირს პატიმრობა მიესაჯა პროკურატურის თანამშრომლის სახელის გამოყენებით, თანხის გამოძალვის ფაქტზე, ორ პირს პატიმრობა მიესაჯა
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
კომენტარები