პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განმარტა, რომ კორონავირუსით ინფიცირება და ვირუსით დაავადება ერთი და იგივე რამ არაა.

"კორონავირუსით ინფიცირება და PCR ტესტით მისი იდენტიფიცირების შემთხვევა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ დაავადებული. თუ ადამიანს აქვს მცირე სიმპტომი და PCR ტესტით აღმოაჩნდა დადებითი პასუხი და არ აქვს კლინიკური გამოვლინება, ეს არ ნიშნავს, რომ Covid-19-ით დაავადებულია. Covid-19 ნიშნავს — ადამიანს პლუს, ინფექცია და პლუს კლინიკური გამოვლინება. ეს განსხვავება, სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობისთვის არ იყო მიწოდებული",— განაცხადა ლევან რატიანმა.

ლევან რატიანმა, ასევე, განმარტა, რომ კოვიდინფიცირებული ტერმინი არ არსებობს და ეს არის ახალი კორონავირუსით ინფიცირება და Covid-19-ით დაავადება.

6 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 321 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ 42 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა — 4 301.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 162 475 შემთხვევა დადასტურდა, მათგან გამოჯანმრთელდა 133 511, ხოლო გარდაიცვალა 1 504 ადამიანი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: