დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

საჩხერის სასწრაფო დახმარების ცენტრის 24 თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა. როგორც საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ განაცხადა, ინფიცირებული პაციენტების ნაწილი კლინიკაში, ნაწილი კი ბინაზე მკურნალობს.

"დღეისათვის ჩვენს კლინიკაში იმყოფება 180 დადასტურებული პაციენტი, გადიან მკურნალობას. მათ შორის 57 არის რეანიმაციულ განყოფილებაში. აქედან 3-ია კრიტიკული. ველოდებით, რომ დღეს გავწერთ 10 პაციენტს. ჩვენთან იმყოფებიან, ასევე, სასწრაფოს თანამშრომელი, 24 მათგანი დაინფიცირდა", — განაცხადა მან.

6 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 321 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ 42 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა — 4 301.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: