პანდემიის გამო ბევრს სახლიდან გვიწევს მუშაობა, ბევრიც იზოლაციაში ვართ მარტო თუ ოჯახთან ერთად, ამიტომაც სახლში მყუდროდ და უზრუნველად ყოფნა ახლა იმაზე მეტადაა საჭირო, ვიდრე ოდესმე, და საახალწლოდ ამ კომფორტის მომგვრელი საჩუქარი ზედგამოჭრილი იქნება.

აი, 8 ნივთი, რომელიც სახლში ყოფნას უფრო კომფორტულს გახდის:

1. ვერცხლის სამაჯური დამალული წარწერით, რათა ძვირფას ადამიანებს შეახსენოთ ის, რაც არასდროს უნდა დაავიწყდეთ

ფოტო: Amazon

ფოტო: Amazon

თბილი სიტყვებისთვის მეგობრები ყოველთვის გვყავს, თუმცა ზოგჯერ მარტო მყოფებსაც გვჭირდება იმის შეხსენება, რაც არასდროს უნდა დაგვავიწყდეს. კონკრეტულად ეს სამაჯური ამბობს: "You are unstoppable" (შეუჩერებელი ხარ), თუმცა რამდენიმე ათეული სხვადასხვა სამოტივაციო წარწერიდან შეგიძლიათ არჩევა, მათ შორისაა: "Be fearless," "Just dance", "You're a badass" და სხვები.

შეიძინეთ ამაზონზე $12.72-ად

2. ჭიქის გამთბობი მუდამ თბილი ყავისა თუ ჩაის მისართმევად

ფოტო: Amazon

ცივი ზამთარი ახლოვდება და ახლა ყველას ცოტა უფრო მეტი სითბო გვჭირდება. იმასაც თუ გავითვალიწინებთ, რომ ახლა თითქმის ყველა სახლიდან ვმუშაობთ, ჩაისა და ყავის მოდუღება დღეში რამდენჯერმე გვიწევს, ჭიქის გამთბობით კი შეგიძლიათ, საყვარელი სითხის ტემპერატურა მუდმივად თქვენთვის შესაფერის დონეზე შეინარჩუნოთ.

შეიძინეთ ამაზონზე $10.99-ად

3. ეთერზეთოვანი საფრქვეველი, რათა სახლი უფრო მიმზიდველი და სურნელოვანი გახდეს

ფოტო: Amazon

ფოტო: Amazon

ეს ჰაერის დამატენიანებელი იდეალურია ზამთარისთვის, რადგან ის სახლში ჰაერის სიმშრალეს აქრობს და გარემოს უფრო ტენიანს ხდის, რაც კანის სიმშრალესაც შველის. ეთერზეთების მცირე დოზით ჩაწვეთების შედეგად კი შეგიძლიათ, თქვენი ოთახი საყვარელი სურნელებით აღავსოთ. საფრქვეველს შვიდი სხვადასხვა ფერის განათება აქვს.

შეიძინეთ ამაზონზე $14.99-ად

4. ელექტრონული ღვინის სახსნელი, რადგან როცა დალევა გინდა, დროის დაკარგვა არ ღირს!

ფოტო: Amazon

ფოტო: Amazon

ამ ელექტრონული ღვინის სახსნელით შეგიძლიათ, უპრობლემოდ, რამდენიმე წამში მოაცილოთ საცობი ღვინის ბოთლს. გამოსაყენებლად ძალიან მოსახერხებელი, სწრაფი და მარტივია — მოათავსებ ბოთლზე, დააწვები ღილაკს და ვუალა! თქვენი ღვინო გახსნილია და მზადაა დასაწაფებლად. სახსნელს მოყვება თავისი დამტენიც.

შეიძინეთ ამაზონზე $19.99-ად

5. გრუთის ფორმის ქოთანი მათთვის, ვისაც წელს მარველის ფილმები მოენატრა

ფოტო: Amazon

მარველის ყველაზე მეგობრული და თბილი პერსონაჟი შეგიძლიათ სახლში გყავდეთ და მასში თქვენი საყვარელი ყვავილებიც გამოზარდოთ. ძალიან პატარა და კომფორტულია, შეგიძლიათ, მაგიდაზე ან ფანჯრის რაფაზე ჩამოდოთ და მოღიმარი გრუთის ყურებით დატკბეთ. სურვილის შემთხვევაში, უამრავი სხვა რამის ჩასაწყობადაც მშვენივრად გამოდგება.

შეიძინეთ ამაზონზე $10.99-ად

6. უნიტაზის ფერადი სანათი იმიტომ, რომ რატომაც არა?

ფოტო: Amazon

ფოტო: Amazon

ფერადი სანათის სენსორი თვითონ აფიქსირებს ახლომდებარე მოძრაობას და შუაღამით თუ უნიტაზის მონახულებას გადაწყვეტთ, გზას ავტომატურად გაგინათებთ. რამდენიმე წუთში თვითონვე გამოირთვება, თუკი ახალი მოძრაობა ვერ შეამჩნია. სანათს 16 სხვადასხვა ულამაზესი ფერი და სიკაშკაშის 5 სხვადასხვა დონე აქვს. ნამდვილად უჩვეულო საჩუქაროა, თუმცა საკმაოდ სახალისო და მყუდრო.

შეიძინეთ ამაზონზე $8.66-ად

7. ჰარი პოტერის არაოფიციალური კულინარიული წიგნი, რადგან ჯადოსნური სასუსნავები ზოგჯერ მაგლებსაც არ გვაწყენს

ფოტო: Amazon

ფოტო: Amazon

ამ ჯადოსნურ სამზარეულო წიგნში 150-ზე მეტი მარტივად გასაკეთებელი რეცეპტი და ტექნიკაა. წიგნის მეშვეობით უამრავი ჯადოსნური გემრიელობის დამზადებას ისწავლით, მათ შორის ბადაგის ტკბილი ნამცხვრის (ჰარის საყვარელი დესერტის), მოლი უიზლის ხორცის ღვეზელის, გოგრის ღვეზელებისა (ჰოგვორტსის ექსპრესის ორთვალადან) და მრავალი სხვა რამის.

შეიძინეთ ამაზონზე $10.95-ად

8. ბალიში The Office-იდან, რათა უფრო კომფორტულად უყურო საყვარელ სერიალს... მეათედ?

ფოტო: Amazo

ბალიშზე უკვდავყოფილი "Dwight, You Ignorant Slut" — ერთ-ერთი საუკეთესო სერიალის ერთ-ერთი საუკეთესო ფრაზა ნამდვილი ფანებისთვის საახალწლოდ საუკეთესო საჩუქარი იქნება. ბალიში სელისგანაა დამზადებული და ძააალიან ძააალიან მყუდროა.

შეიძინეთ ამაზონზე $8.99-ად