პარიზში საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გაუშვა და 30-მდე პირი დააკავა
პარიზში აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, აქციის 22 მონაწილე დააკავეს. პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირსპირება მეორე შაბათ-კვირაა გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა FRANCE24-მა გავრცელა.
მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები ახალ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, პოლიციელზე ფოტო-ვიდეო გადაღება იკრძალება. დემონსტრანტები ამტვრევენ მაღაზიის ვიტრინებს, ცეცხლს უკიდებენ მანაქანებს და ყვირიან — "ყველას სძულს პოლიცია".
საფრანგეთში აღნიშნული კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელდა კადრები, სადაც სამი პოლიციელი შავკანიან მუსიკოს სცემს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციელები მუსიკოს რასისტულ ნიადაგზე უსწორდებიან. აღნიშნულ კადრებს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მიუღებელი და სამარცხვინო უწოდა.
ქუჩაში გამოსული ხალხი ამბობს, რომ ახალი კანონპროექტი ზღუდავს პრესის თავისუფლებას, რომელიც პოლიციის სისასტიკეს ამხელს. ამის საპირწონედ კი მთავრობა აცხადებს, კანონპროექტი პოლიციელებს დაიცავს, რომ მათ შესახებ ინფორმაცია ონლაინ ბოროტად არ გამოიყენონ.
ამ ეტაპზე პოლიციელები იდენტიფიცირებული არიან, მათ უფლებამოსილება შეუჩერდათ და საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
ახალ კანონპროექტს პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი გასულ კვირას დაუჭირა და ახლა სენატისგან დამტკიცებას ელოდება. აღნიშნულის თანახმად, პოლიციელის ფოტო-ვიდეო გადაღება სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა, რადგან ის პოლიციელის ფსიქოლოგიური ან ფიზიკური დაზიანების საფრთხეს შეიცავს. კანონდამრღვევს კი ერთწლიანი პატიმრობა ან 45 000 ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრება.
მთავრობის მტკიცებით, კანონპროექტი მედიის ან მოქალაქეების თავისუფლებას არ ზღუდავს და მხოლოდ პოლიციელებს იცავს, რასაც ოპონენტები არ ეთანხმებიან.
საზოგადოების კრიტიკისა და გამოსვლების ფონზე საფრანგეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მუხლის შესწორების მიზნით კომისიას მოიწვევს.
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
კომენტარები