ქართველ მშვიდობისმყოფელთა ასეული ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, NATO-ს ეგიდით მიმდინარე მტკიცე მხარდაჭერის მისიის შესასრულებლად გაემგზავრა.

ისინი ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და მისმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ გააცილეს.

სალომე ზურაბიშვილმა სამხედროებს მისიაში საქართველოს დროშა გაატანა.

ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

მშვიდობისმყოფელთა ასეულმა ავღანეთში გამგზავრებამდე ოთხთვიანი ინტენსიური სწავლების სხვადასხვა ფაზა და დასკვნითი მომზადება საქართველოში გაიარა. ქართული ასეული საერთაშორისო სამშვიდობო მისიას ავღანეთში აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებს, რომელმაც მათი მომზადების დონზე გამგზავრებამდე, დადებითაც შეაფასა.

ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია