ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ისევ გეგა გეგეშიძე გახდა
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ისევ გეგა გეგეშიძე გახდა. გადაწყვეტილება ფედერაციამ დღეს მიიღო. გეგეშიძე 22 ხმით, 4 წლით აირჩიეს. აღსანიაშნავია, რომ გეგეშიძე პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო.
ფედერაციის პრეზიდენტობა სურდა ყოფილ გენერალურ მდივან გოჩა ჩორგოლიანსაც, თუმცა ის კანდიდატად ვერ დარეგისტრირდა.
"დღეს ისევ ხდება ჭიდაობის ფედერაციის პოლიტიკური ხულიგნის მიერ ოკუპაცია, ყოველგვარი კანონის დარღვევით. ყველამ კარგად ვიცით, ვინ არის გეგეშიძე. ის არის პოლიტიკური ხულიგანი, ბერბიჭაშვილის მსგავსი, დასაჭერია, თავისი ბანდით, კორცხელში მონაწილე და არამარტო კორცხელში მონაწილე ბანდით", — აცხადებს ჩორგოლიანი.
ფედერაციაში განმარტავენ, რომ კანდიდატი უნდა წარედგინა ფედერაციის წევრი 22 იურიდიული პირიდან ერთ-ერთს და რადგან ჩორგოლიანი თბილისის ჭიდაობის ფედერაციას წარმოადგენს, სწორედ ამ ფედერაციის კანდიდატი უნდა ყოფილიყო. თუმცა ჭიდაობის ფედერაციის იურისტი On.ge-სთან ამბობს, რომ ჩორგოლიანი მის ფედერაციას არ წარუდგენია და თავად ჩორგოლიანის ინდივიდუალურ განცხადებას ვერ დაარეგისტრირებდნენ, რადგან წესდება ამას არ ითვალისწინებს.
გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობას აქამდეც იკავებდა. ის არის ყოფილი შს მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის დაცვის ყოფილი უფროსი, ამასთან, მისი სახელი რამდენიმე ძალადობრივ ინციდენტსაც უკავშირდება. 2019 წლის 11 იანვარს გეგეჭიძემ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს სახეში მუშტი ჩაარტყა. ვიდეოში ჩანს, რომ ფედერაციის პრეზიდენტს ხელში გარკვეული ნივთი უჭირავს, რომელსაც სპორტსმენის მიმართულებით იქნევს და შემდეგ მუშტს არტყამს. ამის შემდეგ დათუნაშვილს სახიდან სისხლი მოსდის. 22 იანვარს გეგეშიძე ძალადობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა სასამართლომ მას 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, ასევე, ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი შეუნარჩუნა.
კიდევ ერთი საქმე, რომელსაც გეგა გეგეშიძეს უკავშირებენ, 2016 წელს კორცხელში ოპოზიციაზე თავდასხმაა. ინციდენტში მისი ძმა, მოჭიდავე ვლადიმერ გეგეშიძე მონაწილეობდა. მას ამ საქმეზე ბრალდებულის სტატუსიც ჰქონდა და 7 000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს.
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
კომენტარები