მიიღე 20%-იანი ფასდაკლება Mastercard-ით გადახდისას და იმგზავრე უსაფრთხოდ და კომფორტულად

Mastercard და Bolt კიდევ ერთხელ ერთიანდებიან, რათა საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით, მომხმარებლებს უსაფრთხო გადაადგილება გაუმარტივნონ. Bolt საქართველოში მომხმარებელს ყველაზე კომფორტულ და უსაფრთხო მომსახურებას სთავაზობს, ხოლო Mastercard, ციფრული გადახდების ლიდერი, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ ნაღდი ფულით ანგარიშსწორების პრაქტიკა, მსოფლიო მასშტაბით, მინიმუმადე დაიყვანოს. რაც მსოფლიო პანდემიის პირობებში, უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებაა. ამ კოლაბორაციის ფარგლებში, Mastercard-ის ბარათით თანხის გადახდა მგზავრობას კიდევ უფრო კომფორტულსა და ხელმისაწვდომს გახდის და რაც მთავარია, 1 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, Mastercard-ის ბარათის მფლობელებს საშუალება ექნებათ მიიღონ 20% ფასდაკლება Bolt-ით მგზავრობის დროს.

Bolt-ის ყველა მომხმარებელი, რომლებსაც გადახდის მეთოდად Mastercard-ის ბარათები აქვთ მითითებული, 20% ფასდაკლებას მიიღებენ ტაქსით თითოეულ მგზავრობისას.

მაქსიმალურად უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ Bolt-ის როგორც ეკონომ, ასევე იზოლირებული ტაქსის მომსახურებით.

გადაიხადე Mastercard-ით სწრაფად და უსაფრთხოდ, დაუთმე მეტი დრო მნიშვნელოვან მომენტებს.

Mastercard-ის შესახებ:

მასტერქარდი (NYSE: MA), www.mastercard.com არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესინგო ქსელს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებს, მთავრობასა და ბიზნესს 210 -ზე მეტ ქვეყანაში. მასტერქარდის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობას, როგორიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა.