დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

5 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ 37 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 2 306. ინფორმაციას ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილე, ბერდია სიჭინავა ავრცელებს.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 5 450 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით გადანაწილება ასეთია:

  • თბილისი — 2 053;
  • აჭარა — 453;
  • იმერეთი — 931;
  • ქვემო ქართლი — 339;
  • შიდა ქართლი — 528;
  • გურია — 84;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 434;
  • კახეთი — 386;
  • მცხეთა-მთიანეთი — 104;
  • სამცხე-ჯავახეთი — 105;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 33.

სიჭინავას ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 456 და მათ შორის, 6 768 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ხოლო 16 621 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

მძიმე პაციენტად მიიჩნევა 1 116 ადამიანი, მათ შორის, უმეტესობა თბილისში, იმერეთსა და აჭარაში. ამასთან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 395 ადამიანი.

ბერდია სიჭინავამ ასევე აღნიშნა, რომ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ბოლო 24 საათის განმავლობაში 18 095 ტესტი ჩატარდა და სწორედ ამის შედეგად გამოვლინდა ახალი შემთხვევები.

ინტენსიური ტესტირება სახელმწიფოს მიერ დღეში 20 000 ტესტის ჩატარებას გულისხმობს. სიჭინავას ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 18 095 ტესტი, აქედან 7 716 ანტიგენი და 10 379 PCR.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 158 154 შემთხვევა დადასტურდა, მათგან გამოჯანმრთელდა 129 210, ხოლო გარდაიცვალა 1 462 ადამიანი.

ამ დროისთვის, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 325, ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება 52 850 ადამიანი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: