არასრულწლოვანი შვილისა და მისი მეგობრების მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს ბრალი 4 მუხლით წარუდგინეს
არასრულწლოვანი შვილისა და მისი მეგობრების მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ 40 წლის კაცს ბრალი 4 მუხლით წარუდგინეს. გამოძიება მას გარყვნილ ქმედებას, ოჯახის წევრის მიმართ გარყვნილ ქმედებას, არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობას და წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილ ქმედებას ედავება.
"შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის ივნისიდან სექტემბრამდე ქ. თბილისში, გ.გ.-მ სხვადასხვა დროს 4 არასრულწლოვან გოგოსთან, მათ შორის საკუთარ შვილთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ გ.გ.-მ ფიზიკური ძალადობა განახორციელა მის არასრულწლოვან შვილზე", — აცხადებენ პროკურატურაში.
მას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა 141-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით. ამ დანაშაულების დამტკიცების შემთხვევაში კაცს 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.
მათივე ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არასრულწლოვანი შვილისა და მისი მეგობრების მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის 40 წლის კაცი დააკავეს, შსს-მ 3 დეკემბერს გაავრცელა. უწყებაში ამბობენ, რომ ბრალდებული შვილისა და მისი თანატოლი მეგობრების მიმართ სჩადიოდა გარყვნილ ქმედებებს, რომელთა ნაწილს ვიდეოზე იღებდა და ეს ვიდეოჩანაწერები საქმეში წარმოდგენილია ნივთმტკიცების სახით. ასევე, შსს-ში აცხადებენ, რომ ბრალდებულს არასრულწლოვნებთან სექსუალური ხასიათის მიმოწერაც ჰქონდა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები