ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის [ეუთოს/OSCE] ახალი გენერალური მდივანი 59 წლის გერმანელი დიპლომატი, ჰელგა შმიდი გახდა. ის პირველი ქალია ამ თანამდებობაზე.

Deutsche Welle-ს ცნობით, 2015 წელს შმიდი ირანთან მსოფლიოს წამყვან ქვეყნების ბირთვულ შეთანხმების შემუშავებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. იკავებდა ევროკავშირში გენერალური მდივნის თანამდებობას გერმანიის მხრიდან. 1990-იან წლებში ვაშინგტონში გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი იყო. 2011 წელს შმიდი ეუთოს გენერალური მდივნის მოადგილის თანამდებობაზეც იყო.