საქარველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, საქართველოში 8 მზის ელექტროსადგური აშენდება. ელექტროსადგურები, სავარაუდოდ, ახალციხეში, გარდაბანში, გლდანში, კასპში, მარნეულსა და ქსანში აშენდება. ამის შესახებ 24 იანვრის მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი.

ამ წუთებში მიმდინარე მთავრობის სხდომაზე იმსჯელებენ მთავრობასა და სს კავკასიის მზის კომპანიას შორის მზის ელექტროსადურების თაობაზე დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ:

"ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს ვღებულობთ ეს არის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გამოსატანი საკითხი მზის ელექტროსადგურეისთვის ტექნიკურ ეკონომიკური კვლევის დაწყების თაობაზე. ინვესტორი 18 თვის განმავლობაში შეისწავლის 8 სხვადასხვა ლოკაციის და მივიღებთ გადაწყვეტილებას მშენებლობის დაწყებაზე".