1 დეკემბერი სამწუხარო დღე გამოდგა — არესიბოს ობსერვატორია, რომელშიც მსოფლიოში სიდიდით მეორე რადიოტელესკოპი იყო განთავსებული, ჩაინგრა. (პუერტო რიკოში მდებარე არესიბოს რადიოტელესკოპი იყო სიდიდით პირველი მსოფლიოში, სანამ ჩინეთში 2016 წელს რადიოტელესკოპი FAST არ შეიქმნა).

არესიბოს ობსერვატორია ფუნქციონირების 60 წელს ითვლიდა და მის დემონტაჟზე უკვე საუბრობდნენ. თუმცა, 1 დეკემბრის ინციდენტს არავინ ელოდა.

ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა, რომელიც არესიბოს ობსერვატორიაზე იყო პასუხისმგებელი, ხუთშაბათს ჟურნალისტებთან შეხვედრისას არესიბოს კატასტროფის ამსახველი ვიდეომასალა წარადგინა.

ობსერვატორიის საკონტროლო ცენტრის სახურავზე გადაღებული ვიდეოდან ჩანს ობსერვატორიის პლატფორმის ვარდნა და რკინა-ბეტონის საყრდენ კოშკებზე დაცემა. როგორც ცნობილი გახდა, ერთ-ერთ კოშკზე განთავსებული კამერის ჩანაწერებიდან, დამჭერი კაბელები ჯერ კიდევ 10 აგვისტოს, შემდეგ კი 6 ნოემბერს გაწყდა.

დრონით გადაღებული კადრებიდან ჩანს, როგორ ჩამოვარდა დარჩენილი ორი საყრდენი კოშკი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დრონის ოპერატორის კადრებამდე, საყრდენი კაბელების დაზიანება მოხდა, ოპერატორმა კი მოასწრო კამერის ჩართვა და გადაღება.

არესიბომ ნახევარ საუკუნეზე დიდ ხანს იმუშავა. ობსერვატორიამ მნიშვნელოვანი როლი შეიტანა მზის სისტემის ობიექტებზე დაკვირვების პროცესში, მაგრამ 10 აგვისტოს და 7 ნოემბერს მომხდარი დაზიანებების შემდეგ, დანარჩენ დამჭერ კაბელებს დიდი დატვირთვა დააწვათ, რამაც მეცნიერები მიიყვანა იმ აზრამდე, რომ ობსერვატორიის უსაფრთხო შეკეთება ვეღარ მოხერხდებოდა. პასუხისმგებელმა ორგანოებმა კი 19 ნოემბერს გამოაცხადეს, რომ ობსერვატორია ექსპულატაციას წყვეტყდა. შესაბამისად, შემთხვევისას არავინ დაშავებულა.

არესიბოს ობსერვატორია შედგებოდა ფიქსირებულ დონეზე მყოფი 304 მეტრიანი ანტენისგან, რომელიც ჩაშენებული იყო ბუნებრივ ქვაბულში. ობსერვატორია იღებდა რადიოტალღებს და რადარის სხივებს, მიმღებით, რომელიც 137 მეტრის სიმაღლეზე, სამ საყრდენ კოშკზე გაჭიმული კაბელებით იყო დამაგრებული.