YouTube-ის და TikTok-ის მსგავსად, Facebook-იც ცდილობს, რომ COVID-19-ის ვაქცინაზე გავრცელებულ დეზინფორმაციას ებრძოლოს. სოციალური მედიის გიგანტი აცხადებს, რომ COVID-19-ის ვაქცინაზე გავრცელებულმა დეზინფორმაციამ შეიძლება "გარდაუვალი ფიზიკური ზიანი" მიაყენოს ადამიანების ჯანმრთელობას.

Facebook-ში გავრცელებული ყალბი ინფორმაციის რამდენიმე მაგალითი მოჰყავთ, როგორიცაა ტყუილები ვაქცინის ინგრედიენტებზე, გვერდით ეფექტებზე და ეფექტიანობაზე. Facebook-ის გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დეზინფორმაციის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა მომენტალურად ვერ ამოქმედდება. თუმცა, დროთა განმავლობაში როცა საჯარო უწყებები ვაქცინაზე მეტ ცნობას მოგვაწდიან და მითებს უგულებელყოფენ, Facebook ამას გაითვალისწინებს.

Facebook-ს ვაქცინებზე გავრცელებულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის გამოცდილება აქვს. თავის დროზე კომპანიამ წაშალა ყალბი ინფორმაცია პოლიომიელითის ვაქცინაზე პაკისტანში და ანტივაქცინაციის კამპანიების რეკლამები აკრძალა.

Facebook სიძულვილის ენის ავტომატური აღმოჩენის ალგორითმებზეც მუშაობს, რომელიც LGBTQ საზოგადოების და ეთნიკური უმცირესობების წინააღმდეგ მიმართულ "ყველაზე ცუდ" დისკრიმინაციულ კომენტარებს წაშლის.