ამიერკავკასიაში უდიდესი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტ მიჰაუსის ახალი დაცული პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც აგრძელებს მომხმარებელთა მომსახურებას დისტანციურად, საკმაოდ მოსახერხებელი და კომფორტული ონლაინსერვისია. ეს არის კლიენტზე მაქსიმალურად ორიენტირებული სერვისი, რომელშიც აქტიურად არიან ჩართული პროფესიონალი კონსულტანტები.

ეს არის კომფორტული ონლაინსერვისი სამშენებლო/სარემონტო მასალების, სხვადასხვა ინვენტარისა და შრომის იარაღების, ელექტროსაქონლისა თუ ნებისმიერი პროდუქციის შესაძენად ჰიპერმარკეტში, რომელშიც 60 000 დასახელების პროდუქტია წარმოდგენილი. მომხმარებელს რომ არ გაუჭირდეს ამ რაოდენობის პროდუქტიდან სასურველის შერჩევა, თანაც დისტანციურად, საკვანძო როლს ასრულებენ მიჰაუსის უმაღლესი კვალიფიკაციის კონსულტანტები. მათი დახმარებით პრაქტიკულად ნულამდე დაგყავთ მცდარი შენაძენის რისკი.

ახალი არაა, რომ სამშენებლო–სარემონტო მასალების შერჩევა არ არის მარტივი საქმე და უამრავი ნიუანსი უნდა გავითვალისწინოთ შეცდომების თავიდან ასარიდებლად. მაგალითად, თუ გეგმავთ გათბობის ქვაბის, რადიატორის, იატაკის საფარის თუ სამშენებლო ინსტრუმენტების შეძენას, კონკრეტული კატეგორიის და კვალიფიკაციის კონსულტანტი მოგემსახურებათ ონლაინ.

უფრო კონკრეტულად – როგორ ვიყიდოთ?

პროდუქტის შეკვეთა დიდ დროს არ წაგართმევთ. კონსულტანტები ამომწურავ რჩევებს მოგცემენ შესაბამისი ასორტიმენტის პროდუქტებზე.

კერძოდ, სასურველი პროდუქციის შესაძენად უნდა ეწვიოთ mihouse.ge-ს და აირჩიოთ შესაბამისი კატეგორია, რომელშიც გსურთ კონსულტაციის გაწევა მიჰაუსის წარმომადგენლის მხრიდან. ამის შემდეგ ჰიპერმარკეტის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და გაგაცნობთ ყველა იმ პროდუქტსა თუ დეტალს, რაც თქვენთვის საინტერესო იქნება.

გარდა ამისა, მიჰაუსი რეგულარულად აცხადებს ფასდაკლებებს, რათა უფრო კომფორტული და სასიამოვნო იყოს მომხმარებლისთვის ჰიპერმარკეტთან ურთიერთობა.