პანდემიის გამო ბაზრობებისა და მაღაზიების დახურვა სერიოზულ პრობლემებს უქმნის იმ ადამიანებს, ვისაც დაწყებული ან დაგეგმილი აქვთ სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების წარმოება. თუმცა, როგორც იტყვიან, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს და ამას უკვე ამიერკავკასიაში უდიდესი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი მიჰაუსიც ამტკიცებს.

გამოწვევის წინაშე მდგარი ადამიანებისთვის ჰიპერმარკეტი მიჰაუსის მენეჯმენტმა მომხმარებლისთვის კომფორტული, საიმედო, კარგად დაცული ვირტუალური პლატფორმა შექმნა.

ამ პლატფორმისა და კვალიფიციური კონსულტანტების დახმარებით ნებისმიერი პროდუქტის შერჩევა და შეძენაა შესაძლებელი მიჰაუსის 60–ათასიანი ასორტიმენტიდან, რათა დაწყებული ან დაგეგმილი სამუშაოები შეუფერხებლად მიიყვანოთ ბოლომდე.

მიჰაუსის ონლაინ მაღაზიაში შეგიძლიათ აარჩიოთ, შეადაროთ და დაათვალიეროთ ყველა ის პროდუქტი, რომელიც სახლის მოწყობისთვის, რემონტისა თუ მშენებლობისთვის დაგჭირდებათ: დაწყებული წებოცემენტიდან, შპალერით დამთავრებული.

მიჰაუსს პროდუქციის ტრანსპორტირების პრობლემაც მოხსნილი აქვს და შენაძენს ჰიპერმარკეტის კურიერები დანიშნულების ადგილზე გონივრულად მოკლე დროში მოგაწვდიან.

იმ შემთვევაში, თუ პროფესიონალის დახმარება დაგჭირდებათ, მიჰაუსის კვალიფიციური კონსულტანტები სრულ მზადყოფნაში არიან და პროდუქციის შერჩევას ვიდეოს, ფოტოსა თუ სხვა ფორმატის დახმარებით გაგიწევენ.

ამისთვის საჭიროა მხოლოდ მიჰაუსის ვებგვერდზე შესვლა, ერთი ან რამოდენიმე კატეგორიის არჩევა და საკონტაქტო ინფორმაციის ჩაწერა. ამის შემდეგ მიჰაუსის კონსულტანტები მალევე დაგიკავშირდებიან და სასურველ პროდუქტებზე ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდიან და კვალიფიციურ რჩევებსაც არ დაიშურებენ.

ცნობისთვის, მიჰაუსში ხშირად ცხადდება სოლიდური ფასდაკლებები, რაც უფრო სასიამოვნოს და ხელსაყრელს ხდის სასურველი ნივთისა და მასალის შეძენას.