მიუხედავად იმისა, თუ როგორ ჟღერს დასახელება, ჩანერგილ ფინანსებს დიდი შეხება არ აქვს კლასიკური გაგების ფინანსებთან. ეს ახალი ფინანსური ელემენტია მომხმარებლების საერთო საჭიროებების გადასაჭრელად.

ამას გვიდასტურებს საიმონ ტეილორიც, სიტყვებით: "ეს, უბრალოდ, ის ფინანსებია, რომელიც მაშინ გამოჩნდება, როდესაც ამის საჭიროება დადგება".

ჩანერგილი ფინანსების იდეა სრულიადაც არ არის ახალი, უბრალოდ, ამ ტერმინს სხვადასხვა დროში, ადამიანები სხვადასხვა შინაარსის გამოსახატავად იყენებდნენ. მაგალითად, სასტუმროში მისვლისას ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, მისაღებში მიდის დასარეგისტრირებლად, რაც ორი მთავარი მიზეზითაა გამოწვეული. პირველის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სასტუმრო ყველანაირად ცდილობს ბრენდთან მეტი შეხება ჰქონდეს მომხმარებელს და ადამიანებს ერთგვარად აიძულებს, მის პერსონალს დაეკონტაქტონ. მეორე მიზეზი კი სასტუმროს საფასურის გადახდას გულისხმობს.

დღევანდელ ტექნოლოგიურ სამყაროში ეს პროცესიც გაციფრულდა და ადამიანს აღარ უწევს დასაჯავშნად ადგილზე მისვლა, რამაც პროცესი უფრო გამჭვირვალე და ეფექტიანი გახადა.

ადამიანის სარგებელი კი "კონტექსტური ფინანსებია". ისინი ეჩვევიან დამატებითი ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენებას, სხვა შეთავაზების საჭიროების შემთხვევაში. ჩანერგილ ფინანსებს, რა თქმა უნდა, კომპანიისთვისაც სარგებელი მოაქვს — ისინი ადამიანებს სთავაზობენ ისეთ პროდუქტს, რაც ნამდვილად სჭირდებათ, რაც მომხმარებლების ერთგულებასა და ჩართულობას უწყობს ხელს.

რა არის მოდულური ფინანსები?

ოდესღაც საბანკო სერვისები ძალიან მჭიდროდ იყო ინტეგრირებული ბანკებში. ისინი პასუხიმგებელნი იყვნენ გაყალბებისა და ფინანსური დანაშაულის პრევენციაზე, ასევე საგადასახადო სისტემებსა და სხვა სერვისებზეც, ამის გამო მომხმარებელი ფინანსურ პროდუქტებსა და სერვისებს მხოლოდ ერთი ადგილიდან იღებდა.

მოდულური ფინანსები კი ამ პროცესის უკეთ წარმართვას, კომპანიების კონკრეტული სფეროს სპეციალიზაციასა და საუკეთესო პროდუქტის შეთავაზებაში ეხმარება. ეს ეხმარება პროვაიდერებს შესთავაზონ საუკეთესო სისტემა კომპანიებს, რათა აირჩიონ მათთვის შესაფერისი სერვისები.

"მარკეტას" ტექნოლოგიური დირექტორი, ომრი დაჰანი, ამ პროცესს ადარებს ე.წ. "მიქსტეიფს". იგი ამბობს, რომ 80-იან წლებში ადამიანები თავისი საუკეთესო მომღერლის ალბომის ყიდვის შემდეგ მათთვის ყველაზე მოწონებად სიმღერებს ერთ მიქსთეიფში ათავსებენ.

მაიკლ დუგლასის სიტყვებიც კი ამას მოწმობს: "ეს არის საკუთარი თავგადასავლის არჩევანი."

მოდულური ფინანსების ერთ-ერთი ხელშესახები მაგალითია ბანკების, "სტარლინგისა" და "მონზოს" მიერ, აზარტული თამაშების ტრანზაქციების აკრძალვა თავიანთი დაუცველი მომხმარებლების დასაცავად.

როგორ განვითარდება ჩანერგილი ფინანსები?

ჩანერგილი ფინანსები მოგვცემს საშუალებას, წარმოვიდგინით როგორი იქნება ფინანსები თითეულ ინდუსტრიაში.

ჩანერგილი ფინანსების განვითარება ხელს შეუწყობს ფუნდამენტური ფინანსური სერვისების განვითარებას, ერთეული ფინანსური სერვისების ნაცვლად, როგორებიცაა სესხი ან იპოთეკური სესხი,

მაგალითისთვის ავიღოთ იპოთეკური სესხის ინდუსტრია. ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ მათ იპოთეკური სესხი სჭირდებათ, თუმცა ეს ასე არ არის. სინამდვილეში მათ სახლის ყიდვა სჭირდებათ და ერთადერთ გამოსავალს სწორედაც რომ იპოთეკურ სესხში ეძებენ. კონტექსტური სერვისის კარგი მაგალითი იქნებოდა უძრავი ქონების აგენტების მიერ იპოთეკური სესხის ჩანერგვა თავიანთ შეთავაზებებში. ეს ადამიანებს სახლის ძებნის პროცესში დაეხმარებოდა და პროვაიდერებსაც საქმე გაუმარტივდებოდათ სხვადასხვა სერვისის შეთავაზებისას.

თუ შევხედავთ სადაზღვევო და საგასახადო ინდუსტრიებს, მაგალითად, ზოგიერთი კომპანია იმდენად წარმატებულია, რომ მათი საბაზრო ღირებულება დაახლოებით 3.6 ტრილიონსაც კი უტოლდება, თუმცა, რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ მათი ფინანსური პროდუქტების გაცემის გზა შეიცვლება?

"ვინ იქნება მოგებული და წაგებული, თუ პროდუქტის გაცემის გზა შეიცვალა?" — ამბობს ევან სილვერი.

ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის. სერვისების პროვაიდერები ჯერ კიდევ ძველ ინფრასტრუქტურას არიან მიჩვეულნი და ამიტომაც, ეს ინდუსტრია მდორედ იცვლება.

გადამწყვეტი ფაქტორია, რომ BaaS ეკოსისტემის მოთამაშეები ჩანერგილ ფინანსებს სწორი მიზნების განსახორციელებლად ააქტიურებენ. ბრენდებს, რომლებიც ამას მხოლოდ ხარჯების შემცირების სავარჯიშოდ ან მათ დასახმარებლად თვლიან, შეუძლიათ ძალიან სწრაფად მოახდინონ მათი მომხმარებელთა გამოცდილების ფრაგმენტაცია, ვიდრე პირიქით — გააძლიერონ ისინი.

ბოლოს იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ შესაფერისი პროდუქტის მენეჯერებისა და ტექ ჯგუფების არსებობა გადამწყვეტია ბიზნესისთვის. ისინი დიზაინერები არიან, რომელთაც შეუძლიათ ადამიანების მოთხოვნილებების შესაბამისად ითამაშონ და მომხმარებლებს საჭირო პროდუქტი შესთავაზონ.

ფაქტობრივად, ეს არის ორმხრივი წვეტიანი ხმალი, რომელსაც საინტერესოა, ვინ გამოიყენებს უპირატესობად.