შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1041 შემთხვევა გამოავლინეს. უწყების ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათის განმავლობაში პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 111 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

"დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 930 ფიზიკური პირი დაჯარიმდა", — აცხადებენ სამინისტროში.

უწყება მოქალაქეებს დაწესებული შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომების გამოყენებისკენ აფრთხილებს.