YouTube "კიბერ ბულინგის" და სიძულვილის ენის საწინააღმდეგოდ ახალ ნაბიჯებს დგავს. კომპანიამ შემოიღო ახალი ფუნქცია, რომელიც მომხმარებლებს კომენტარის დაწერისას გააფრთხილებს, რომ "პატივისცემა გამოიჩინონ" თუ ავტომატიზირებული სისტემა კომენტარში შეურაცხმყოფელ ენას დააფიქსირებს.

ეს ცვლილება ამჯერად მხოლოდ Android-ის YouTube-ის აპლიკაციას შეეხება, თუმცა მოგვიანებით სხვა პლატფორმებზეც დაინერგება. მსგავსი რამ Instagram-მაც გააკეთა. Instagram-ის პოსტზე დაკომენტარებისას შეიძლება წარწერა შეამჩნიოთ "Keep comments respectful", ანუ "კომენტარებში შეინარჩუნეთ პატივისცემა".

Youtube-ის ავტომატიზირებული სისტემა პოტენციურად უხამს და შეურაცხმყოფელ კომენტარებს გაფილტრავს, რაც მომხმარებლებს მსგავსი კომენტარების ნახვის არიდების საშუალებას მისცემს.

კომპანია ასევე გეგმავს, რომ მონეტიზაციისას არსებული მიკერძოებულობა შეამციროს. YouTube-ში ამბობენ, რომ მომხმარებლებისგან ესმით "წუხილი", რომ მონეტიზაცია შეიძლება დისკრიმინაციული იყოს, მაგალითად სქესის მიხედვით. ამ მტკიცებების მიმოხილვის კარგი საშუალება YouTube-ს არ აქვს იმიტომ, რომ კომპანია ვიდეოს შემქმნელების იდენტობაზე ინფორმაციას არ ინახავს.

არსებული წუხილის სათანადოდ შეფასებისთვის, YouTube არხების მფლობელებს სქესის, სექსუალური ორიენტაციის და რასის გამხელას თხოვს, რათა მათ მიმართ არსებული მიკერძოება გამოიკვლიოს.