დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

გუშინ, 2 დეკემბერს, კორონავირუსით თბილისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის (ელიავაზე მდებარე) მოძღვარი, მღვდელი დავით მაჩიტაძე გარდაიცვალა.

ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქოს უწყებანი ავრცელებს.

4 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 5 068 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა — 2 336, ხოლო გარდაიცვალა 38 ადამიანი.

ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 152 704-ს, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 126 904-მდე. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 425 გარდაცვალების შემთხვევა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: