დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, 3 დეკემბრის მონაცემებით, კორონავირუსის 109 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. უცნობია, რამდენად ზუსტია ეს მონაცემები, რადგან საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას რეგიონიდან ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.

მათი განცხადებით, აფხაზეთში დღემდე ინფიცირების 6 313 შემთხვევაა დაფიქსირებული. დე ფაქტო უწყება აცხადებს, რომ ჯამში გამოჯანმრთელდა 4 257 და გარდაიცვალა 84 ადამიანი.

რაც შეეხება ოკუპირებულ ცხინვალს, ე.წ. სახელისუფლებო მედია რესის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რეგიონში კორონავირუსის 35 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: