დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის ვაქცინას, მისი სანდოობის დასამტკიცებლად, დემონსტრაციულად, პირდაპირ ეთერში გაიკეთებს.

პალიტრანიუსის ეთერში გამყრელიძემ თქვა რომ ეს მიღებული პრაქტიკაა და გრიპის ვაქცინას იგი ყოველწლიურად დემონსტრაციულად იკეთებს.

საზოგადოებაში ვაქცინის მიმართ სანდოობის გასაზრდელად აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტები — ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში უმცროსი და ბილ კლინტონიც არიან მზად.

როგორც CNN წერს, ყოფილი პრეზიდენტები იმედოვნებენ, რომ საინფორმაციო კამპანია ძლიერი სიგნალი იქნება იმის ფონზე, რომ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ცდილობენ მოსახლეობა, ვაქცინის მიღებაში დაარწმუნონ.

გაიგეთ მეტი: