სამეგრელოში, მუხურის გზაზე სასწრაფოს ავტომობილისა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ავტომობილს შორის ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების მანქანით დაშავებული გადაჰყავდათ, რომელიც მანამდე ავარიაში მოყვა და მძიმედ იყო.

შსს-ს ინფორმაციით, ორივე საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს, ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.