ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში პაციენტის რეინფიცირების 3 დადასტურებული შემთხვევაა. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში ისაუბრა.

"ანტისხეულები შეიძლება გამომუშავდეს და ისინი არ იყვნენ საკმარისი დამცველი პოტენციალით აღჭურვილნი. რთულად თუ იოლად, შეიძლება, მაინც დაგემართოს. ზოგიერთ კოვიდგადატანილს დღეს უვითარდება მეტ-ნაკლებად ძლიერი იმუნიტეტი და ზოგს არ უვითარდება. ყოფილა ამგვარი ჩვენს პრაქტიკაში, რამდენიმე შემთხვევა, რომელსაც არ აქვს ანტისხეულები და შეიძლება, მეორედ დაემართათ კორონავირუსი, შეიძლება კი არა, დაემართა რამდენიმე ჩვენს ყოფილ პაციენტს. ჩვენთან იყო დადასტურებული 3 შემთხვევა რეინფიცირების", — განაცხადა ცერცვაძემ.

დაახლოებით, სამი კვირის წინ დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მსოფლიოში რეინფიცირების შემთხვევები ფიქისრდება, მაგრამ ჩვენთან, ჯერჯერობით, მსგავსი შემთხვევა არ იყო დადასტურებული.