დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ თუ მაქსიმალურად დავიცავთ პირბადის ტარების ვალდებულებას, ახალ ინფიცირებულთა რაოდენობა ერთი თვის განმავლობაში, შესაძლოა, 70%-ით შემცირდეს.

"თუ ჩვენ დავიცავთ ყველა იმ პირობას, ანუ შევასრულებთ შემზღუდველი ღონისძიებების იმ მითითებებს, რაც არის და რეკომენდაციებს, განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ პირბადესთან დაკავშირებით ... ხშირად ქირქილებენ ამას რომ ვამბობ, მაგრამ, დამერწმუნეთ, თუ ჩვენ, მთელი მოსახლეობა ვატარებთ პირბადეს, დახურულ შენობებში და გარეთ ... დღეს გვაქვს 55-დან 60%-მდე პირბადის გამოყენების მაჩვენებელი, თუ ავიყვანთ 95%-ზე, დაახლოებით 70%-ით შემცირდება ახალ ინფიცირებულთა რაოდენობა ერთი თვის განმავლობაში", — განაცხადა ამირან გამყრელიძემ პალიტრანიუსის ეთერში.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირბადის ტარება სავარდებულოა როგორც შიდა, ისეღია სივრცეშიც და ჯარიმა 20 ლარია.

გაიგეთ მეტი: