ქართული ოცნების წევრის გია ვოლსკის თქმით, ოპოზიციიდან ერთი პედოფილიას უჭერს მხარს, მეორეს მმართველობისას აუპატიურებდნენ, ქართული ოცნება გვერდზე, რომ გაიწიოს ამათ უნდა დაუტოვონ ქვეყანა. ამის შესახებ პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.

"ნახეთ, რა კონგლომერატი შეიქმნა და წამოიდგინეთ, ქართული ოცნება გვერდზე რომ გაიწიოს, ესენი რას უზამენ ქვეყანას. ერთი პედოფილიას უჭერს მხარს და პირდაპირ გვეუბნება, ფული პროსტიტუციით იშოვეთო. მტრის წინაშე შარვალჩახდილები დგანან. აიღეთ შალვა ნათელაშვილი, ასევე, როგორ შეიძლება ადამიანების ჯგუფმა ევროპული საქართველო დაირქვას, რომელთა მმართველობის პირობებში ერთი ყავარჯნიანი კაცი მეორე კაცს აუპატიურებდა, რომ ჩვენება მიეღოთ. თუ ამას ევროპული სტანდარტი ჰქვია, მაშინ შემისწორეთ. ეს ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ერთმანეთს აგინებდნენ, ახლა ერთად შეიკრიბნენ. აიღეთ ნინო ბურჯანაძის ან დანარჩენი 25 პარტია ხომ პარტიაც არ არის, შეიკრიბნენ ერთკაციანი პოლიტიკური ინდმეწარმეები და უნდათ ისე გავაკეთოთ, როგორი სურვილიც აქვთ. ლელომ იმდენი მიიღო, რაც ჰქონდა. ბანკირების ადგილი პოლიტიკაში არ არის, იმ ბანკირების, ვისაც ხალხთან აქვთ საქმე“, — განაცხადა ვოლსკიმ.

ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მათ საპარლამენტო მანდატებზე უარი უკვე თქვეს და ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნების მეორე ტურსაც, რომელიც 21 ნოემბერს ჩატარდა. მასში არცერთი ოპოზიციური პარტია მონაწილეობდა. 17 მაჟორიტარულ ოლქის გარდა, მეორე ტური გაიმართა ქუთაისის მერობის არჩევნებზეც. როგორც მოსალოდნელი, ოპოზიციის გარეშე ჩატარებულ არჩევნებში, სახელისუფლებო პარტიამ გაიმარჯვა.