არიზონელმა პოლიციელმა გოგოს, რომელიც მან გადაარჩინა, სამუდამო სახლი და მზრუნველი ოჯახი აჩუქა.

ბრაიან ზექი, კინგმენის პოლიციის განყოფილების თანამშრომელი, და მისი ცოლი, სირა, 4 წლის კაილას მშობლები ოფიციალურად გახდნენ.

2018 წლის მარტში პატრულის სერჟანტი ზექი და მისი ოფიცრები კაილას საცხოვრებელში გამოიძახეს. გოგო ძალადობას მსხვერპლი იყო, ზექმა კი მთელი ღამე მის დამშვიდებაში გაატარა.

კაილა და სერჟანტი ზექი.

ფოტო: Brian Zach

"გასაფერადებლები გავაფერადეთ, სასუსნავები მივირთვით... ამ პატარა არსებას ჩემი ხელი ეჭირა", — ამბობს ზექი, — "როცა დეტექტივები მოვიდნენ, იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს".

პოლიციელი, რომელიც ორი შვილის მამაა, კაილასთან გატარებული რამდენიმე საათის შემდეგ სახლში დაბრუნდა და ცოლს განუცხადა, რომ სურდა, ბავშვი მათთან საცხოვრებლად გადმოეყვანა.

ამ დროისათვის კაილა მკურნალობის კურსს გადიოდა, რადგან ფიზიკური ძალადობის გამო სხეულზე არაერთი დაზიანება აღენიშნებოდა. ზექის თქმით, კაილას ყოფილი მეურვეების წინააღმდეგ საქმე აღიძრა.

ამის შემდეგ გასარკვევი მხოლოდ გოგოს ბედი იყო. მაშინ, როცა სოციალურმა სამსახურმა კაილასთვის საცხოვრებელი ვერ იპოვა, ზექმა და სირამ მისი შეფარების სურვილი გამოთქვეს.

"მხოლოდ პატარა წყლის ბოთლით და მოურგებელი ტანსაცმლის ჩანთით მოვიდა", — იხსენებს ზექი, — "მოსვლის მეორე დღესვე ჩემს ცოლს 'დედიკო' დაუძახა, თუმცა ერთი ან ორი კვირის განმავლობაში მე მისთვის მხოლოდ 'ბიჭი' ვიყავი. შემდეგ, როცა სკოლამდელ სასწავლო დაწესებულებაში შევიყვანეთ, ისიც გაიგო, მამიკო ვინ იყო".

კაილა და მისი ახალი დედიკო — სირა.

ფოტო: Brian Zach

ფოტო: Brian Zach

შეფარებიდან 30 თვის შემდეგ, 2020 წლის 18 აგვისტოს კაილა ოფიციალურად გახდა ზექის და სირას შვილი.

"ყოველი კვირა იმ გაურკვევლობაში ვცხოვრობდით, როცა არ ვიცოდით, დაუბრუნებდა იგი ბიოლოგიურ მშობლებს თუ დარჩებოდა ჩვენთან, ან, თუ დარჩებოდა, რამდენი ხნით", — ამბობს ზექი, — "ამდენად ჩვენი მიზანი იყო ამ გოგოზე მანამ გვეზრუნა, სადამდეც შეგვეძლო".

კაილა ახალ ოჯახთან ერთად.

ფოტო: Brian Zach

ამბავმა პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელამდეც მიაღწია, რომელიც აღნიშნავს, რომ საკუთარი საქმისადმი სერჟანტი ზექის გამორჩეული თავდადება კაილაზე ზრუნვითაც გამოიხატება. რასტი კუპერი ასევე დასძენს, რომ ბრაიანი და სირა შესანიშნავი მშობლები არიან.

ზექი და კაილა კი სწავლით, ცხოველებთან ურთიერთობით, ცეკვით და თამაშით ერთობიან.

"ძალიან სასაცილო და გონებამახვილია", — აღნიშნავს ამაყი მამა, — "მხატვრული პერსონაჟია".

ზექი ასევე მოუწოდებს სხვა მშობლებს, ვინც შვილად აყვანაზე ფიქრობს, რომ არ შეუშინდნენ ხანგრძლივ პროცესს, რადგან "ეს ამად ღირს".