დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

"ახლა ჰიმალაების ტრავერსზე ვართ", — განაცხადა დაავადებატა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძე.

საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსის 3-დან 4 ათასამდე შემთხვევა ფიქსირდება. გარდა ამისა, ყოველდღიური გარდაცვალების მაჩვენებელიც 35-დან 50-მდე მერყეობს. ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყანა ახლა ვირუსის მეორე ტალღის პიკშია, თუმცა რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პიკი დაზუსტებით თქმა შეუძლებელია.

"იმედი გვაქვს, რომ ძალიან დიდი ხანი არ მოგვიწევს ამ ტრავერსზე ყოფნა და ცოტა ხანში ჩამოვეშვებით", — აღნიშნა პაატა იმნაძემ TV პირველის ეთერში.

რამდენიმე დღის წინ იმნაძემ განაცხადა, რომ საქართველო კორონავირუსის შემთხვევებით "ჯომოლუნგმაზე ადის".

3 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4 260 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 2 947 ადამიანი, გარდაიცვალა — 45.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 147 636-ს შეადგენს, ჯამში გამოჯანმრთელებულდა — 124 568, გარდაიცვალა— 1 387.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: