დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

"ჩემზე ბევრ რამეს წაიკითხავთ, როცა ვამბობდი, ვერ დაითვლით-მეთქი. ვითვლით ახლა?" — ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ TV პირველის ეთერში განაცხადა, როცა კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებელზე საუბრობდა.

"დავითვალოთ, ხო, რამდენია? 1 200-ზე მეტია. ეს არის დასათვლელი ამ პატარა ქვეყნისთვის? რა იყო საჭირო? ნიღაბი უნდა გვეტარებინა და დისტანცია დაგვეცვა", — აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემა არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას უძლებს:

"თვითონ გაკვირვებული ვარ, ასეთ დატვირთვას, რომ ასე ვუძლებთ".

3 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4 260 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 2 947 ადამიანი, გარდაიცვალა — 45.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 147 636-ს შეადგენს, ჯამში გამოჯანმრთელებულდა — 124 568, გარდაიცვალა— 1 387.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: