შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელიც 27 ნოემბერს დიღმის მასივში მდებარე საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალში შეიჭრა, იარაღის მუქარით მოლარეს 100 000-ზე მეტი ლარი გასტაცა და მიიმალა.

შსს-ს ცნობით, დაკავებული დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია, ამიტომ საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულის ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი — ხმოვანი პისტოლეტი და თანხის ნაწილი ამოიღეს.

უწყების ცნობით, პირი საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ყაჩაღობას.