ერთდოულად 4 მაქსიმალური მოგება გათამაშდა კომპანიაში, რომელმაც ბაზარზე ოპერირების სამი წლის მანძილზე 40 მილიონი მოგებული ლარი გასცა, სადაც ლატარიის მოთამაშეები ყოველდღე საშუალოდ 35 ათასი ლარს იგებენ.

ამ მოთამაშეებიდან ოთხივესთვის ნოემბრის დასასრული ძალიან ბედნიერი და იღბლიანი აღმოჩნდა — მათ მომენტალურ ლატარიებში მაქსიმალური 50 000 და 20 000 ლარი მოიგეს.

მაშ ასე, გაიცანით გამარჯვებულები:

  • პენსიონერი ჯულიეტა ილურიძე — მან სოფელ ოკამში მდებარე "მაგნიტში" სურსათის ყიდვისგან მორჩენილი ხურდით მომენტალური ლატარია 7-11-21 შეიძინა, გადაფხიკა და მომენტალურად მოიგო 50 000 ლარი;

ფოტო: lotto.ge

  • პენსიონერი დაბა ხელვაჩაურიდან ზურაბ ზაქარაძე — მან სახლთან ახლოს მდებარე სასურსათო მარკეტში რამდენიმე მომენტალური ლატარია იყიდა და "შვიდიანში" 20 000 მოიგო;

ფოტო: lotto.ge

  • ლაშა ჭიჭაღუა — მან სამუშაო ადგილთან ახლოს, მცხეთის რაიონის სოფელ წიწამურის "მაგნიტში" საჭირო პროდუქტების შეძენისას გადაწყვიტა. ბედი მოესინჯა და რამდენიმე მომენტალური ლატარია იყიდა. აღმოჩნდა რომ მას ბედი ნამდვილად სწყალობდა — მან "შვიდიანში" 20 000 ლარი მოიგო;

ფოტო: lotto.ge

  • გიორგი პაპუშვილი — ის ახალციხის სოფელ წნისში ცხოვრობს და სიგარეტის შეძენისას უბნის სასურსათო მაღაზიაში გამყიდველს ხურდის ნაცვლად მომენტალური ლატარია "ჯოკერი" გამოართვა, გადაფხიკა და მომენტალურად 20 000 ლარი მოიგო.

მოგებულები მოგებულ თანხას ელოდებიან, "საქართველოს ეროვნული ლატარიის" წარმომადგენლები კი მათ უახლოესს მომავალში ესტუმრებიან, პირადად გაიცნობენ, სამასხოვრო ფოტოებს გადაიღებენ, მოგებულ თანხებსაც გადასცემენ და ახალი მოგებული ადამიანების გასაცნობად მოემზადებიან.