ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი აძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას — ზალკალიანი
საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ნატო-საქართველოს ახალი არსებითი პაკეტი აძლიერებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, აახლოვებს ნატოს წევრობასთან და მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის თავსებადობას ნატოს სტანდარტებთან. მანვე განმარტა, რომ ახალ პაკეტში დამატებულია 3 პროგრამა და გაზრდილია სხვადასხვა კომპონენტი.
"მნიშნველოვანი, ხელშესახები შედეგით დავბრუნდით ნატოს მინისტერიალიდან. მოგეხსენებათ, ერთხმად იქნა მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გაძლიერებული ვერსია. 2014 წელს მიიღო საქართველომ უელსის სამიტზე ნატოს არსებითი პაკეტი, რომელიც 14 პროგრამისგან შედგებოდა, პროგრამების რაოდენობა კიდევ 3-ით გაიზარდა და მნიშვნელოვნად გაიზარდა ელემენტები და კომპონენტები, რომელიც არის ამ არსებითი პაკეტის მნიშვნელოვანი ნაწილი", — განაცხადა ზალკალიანმა.
მანვე აღნიშნა, რომ ნატოს მინისტერიალში მონაწილეობა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს ორგანიზაციის დღესწესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.
"ძალიან პოზიტიურია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველო არის მიწვეული ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ნატოს პოლიტიკურ დღისწესრიგში უაღრესად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ამას მიანიშნებს ასვე განხილული თემები, რომელიც განვიხილეთ პარტნიორებთან ერთად", — განაცხადა მან.
ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ნატოს წევრი ქვეყნების მინისტრებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
ნატის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გუშინ, 2 დეკემბერს გაიმართა. შეხვედრის შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იან სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ აძლიერებენ საქართველოს პრაქტიკულ მხარდაჭერას და მოხარულია, რომ დამტკიცდა ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი.
"საქართველო და უკრაინა ნატოს ღირებული პარტნიორები არიან. მათ დიდი წვლილი შეაქვთ ჩვენს მისიებში. დღეს ჩვენ ისევ განვაცხადეთ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ჩვენი მხარდაჭერის შესახებ. ჩვენ ვიმსჯელეთ მათი რეფორმების შესახებ და ვაძლიერებთ ჩვენს პრაქტიკულ მხარდაჭერას.
მე მოხარული ვარ, რომ მოკავშირეებმა და საქართველომ დაამტკიცეს ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი, რაც ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერის გაძლიერებაა. მინისტრები შეთანხმდნენ შემდგომ ნაბიჯებზე რეგიონში ჩვენს სიტუაციაზე ცნობიერების ასამაღლებლად და ორივე პარტნიორთან დიალოგის გასაძლიერებლად", — განაცხადა მან.
გარდა ამისა, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე განიხილეს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაცია, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
"რუსეთი განაგრძობს საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას. ის ზრდის სამხედრო კონტინგენტს ყირიმში და სულ უფრო მეტად ზრდის ძალების ოდენობას შავი ზღვის რეგიონში. პასუხად ნატო ზრდის თავის წარმომადგენლობას ხმელეთზე, საზღვაო და საჰაერო სივრცეებში", — განაცხადა მან.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები