შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 055 ფაქტი გამოვლინდა.

უწყების ცნობით, 105 პირი დაჯარიმდა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესის დარღვევის გამო. ხოლო პირბადის წესის დარღვევის გამო კი 950 პირი.

შსს-ს ინფორმაციით, პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე მუხლის მე-11 ქვეპუნქტით პასუხისმგებლობას, რაც პირბადის ტარების წესის დარღვევას გულისხმობს და განსაზღვრულია ჯარიმა 20 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება კარანტინის წესის დარღვევას, ეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე მუხლის 10-ე ქვეპუნქტით რეგულირდება და იწვევს ფიზიკური პირის 2 000 ლარის, ხოლო იურიდიული პირის 10 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.