კორონავირუსი თვე-ნახევრის ჩვილმა დაამარცხა. ინფორმაცია ამის შესახებ კლინიკა ბომონდმა გაავრცელა. როგორც კლინიკაში ამბობენ, ჩვილი მკურნალობისა და მონიტორინგის კურსს 10 დღის განმავლობაში გადიოდა.

კლინიკის პედიატრიული სამსახურის ხელმძღვანელის, ედიშერ ასათიანის თქმით, პაციენტი ინტერვენციული მედიცინის ცენტრში სისუსტისა და ტემპერატურის ჩივილებით მიიყვანეს, სადაც კორონავირუსის დადასტურების შემდეგ უკვე კლინიკა ბომონდში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის პედიატრიულ განყოფილებაში მკურნალობის კურსს 13 ბავშვი გადის. რაც შეეხება ზოგად სტატისტიკას, კლინიკას ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 125 პაციენტი ჰყავს.