NATO-ს მხარდაჭერა ღია კარის პოლიტიკის გაგრძელების მიმართ, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია — გახარია
საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, NATO-ს მყარი მხარდაჭერა ღია კარის პოლიტიკის გაგრძელების მიმართ, ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ასე ეხმაურება გახარია NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, რომელიც 1-2 დეკემბერს გაიმართა.
"მინდა მადლობა გადავუხადო თითოეული ჩვენი მეგობარი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს, როგორც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე, საქართველოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის შემდგომ გაღრმავებას და მათ პრაქტიკული გეგმებით და ნაბიჯებით მხარი დაუჭირეს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას. ეს ჩვენთვის უკიდურესად არის მნიშვნელოვანი, რამეთუ კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის სწორად აღქმული ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის და მათგან აქვს სრული მხარდაჭერა", — განაცხადა გახარიამ.
NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოკონფერენცია 1-2 დეკემბერს გაიმართა.
ნატოს გენერალურის მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, შავი ზღვის რეგიონს ნატოსა და ნატოს ყველა მოკავშირისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მისი თქმით, ისინი მჭიდროდ თანამშრომლობენ პარტნიორ საქართველოსა და უკრაინასთან. ნატოს 3 წევრი ქვეყანა — თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი შავი ზღვის სანაპირო ქვეყნებია. ასე რომ, სტოლტენბერგის თქმით, ნატო შავი ზღვის რეგიონში ძალებს ინარჩუნებს.
"როგორც პარტნიორები, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ უკრაინასა და საქართველოსთან, რადგან ვხედავთ, რომ ყირიმის უკანონო ანექსიითა და საქართველოს ნაწილებში რუსი სამხედროების განთავსებით, რუსეთი ამ ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას აგრძელებს", — აცხადებს სტოლტენბერგი.
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
კომენტარები