დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

3 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4 260 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა — 2 947 . გარდაიცვალა — 45 ადამიანი.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 147 636. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა — 124 568, ხოლო გარდაცვლილთა ჯამური რაოდენობა 1 387-ია.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ცნობით, ახალი დადასტურებული შემთვევების რეგიონული განაწილება შემდეგნაირია:

  • თბილისი — 1 676;
  • აჭარა — 525;
  • იმერეთი — 591;
  • ქვემო ქართლი — 351;
  • შიდა ქართლი — 294;
  • გურია — 131;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 274;
  • კახეთი — 166;
  • მცხეთა-მთიანეთი — 134;
  • სამცხე-ჯავახეთი — 88;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 30.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 21 655, მათ შორის, 6 561 საავადმყოფოში მკურნალობს. 2 843 — თბილისის საავადმყოფოებში, 1 042 აჭარაშია, ხოლო 1 255 იმერეთში გადის მკურნალობას.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 027 პირი:

  • თბილისში — 486;
  • აჭარაში — 152;
  • იმერეთში — 218.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 390 პირი, მათგან თბილისში — 206; აჭარაში — 45; იმერეთში — 43. 3 867 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 283 —თბილისში; 1 997 — აჭარაში; 332 — იმერეთში. 11 227 პირი კორონავირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 974 ადამიანი, მათ შორის, თბილისში — 478; აჭარაში — 970; ხოლო იმერეთში — 31.

სულ 6 ოქტომბრიდან-2 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 19 769 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 50 544 ადამიანი, მათ შორის თბილისში 18 675 პირი; აჭარაში — 1 775; იმერეთში — 5 080.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: