ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში ინფიცირებულების ზრდასა და პიკს ელოდა, თუმცა ასეთი მაღალი დოზით არა. ამის შესახებ მან პალინტრანიუსის ეთერში განაცხადა.

"მოველოდით ზრდას, ეს გარდაუვალი იყო, ერთი პიკი მაინც ყველა ქვეყანას უნდა ჰქონოდა, მაგრამ თუ ეს პიკი ასეთი მაღალი იქნებოდა ამას ბოლომდე არ მოველოდით. ეს განაპირობა იმან, რომ ჩვენმა მოსახლეობამ, რომელიც დასაწყისში იჩენდა სამოქალაქო პასუხისმგებლობას და ასრულებდა ყველანაირ რეგულაციებს, ნაადრევად ირწმუნა, რომ კოვიდმა არა დროებით, არამედ სამუდამოდ ჩაგვიარა გვერდი და სამწუხაროდ, მინიმალურადაც არ სრულდებოდა ის რეგულაციები რომელიც კრიტიკულია რაოდენობის ზრდის შემცირებისათვის", — ამბობს ცერცვაძემ.

2 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4 033 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა — 4 061. გარდაიცვალა — 39 ადამიანი.