თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანე-ინსტრუქტორი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ On.ge-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაუდასტურეს.

როგორც კომპანიაში ამბობენ, მემანქანე-ინსტრუქტორს 17 ნოემბერს სიცხე დაუფიქსირდა, რის შემდეგაც თვითიზოლაციაში გადავიდა. კორონავირუსზე ტესტის დადებითი პასუხი კი უკვე 20 ნოემბერს მიიღო. მეტროს თანამშრომელი დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.