ალბათ, ყველანი ვთანხმდებით, რომ ბებიები ჩვენს ცხოვრებაში გამორჩეულად ძვირფასი ადამიანები არიან: მათი დარიგებები, მომზადებული კერძები, ღიმილი თუ ბუზღუნი სხვას არაფერს ჰგავს ამ სამყაროში.

სწორედ ამიტომაც მათი საცხოვრებელი გარემო თუ სხვა ნებისმიერი პირადი სივრცე ასეთივე გამორჩეული დეტალებითაა სავსე და ამ სტატიაშიც რამდენიმე სახალისო და ემოციურ მახასიათებელს მოვუყარეთ თავი, რომლებსაც, ალბათ, მთელ დედამიწაზე მხოლოდ ბებიების გარემოცვაში თუ გადააწყდებით.

1. პირველი ტელევიზორი, რომელიც კაცობრიობამ გამოიგონა

რომელშიც აუცილებლად ან პოლიტიკური გადაცემაა ჩართული ან კიდევ საპნის ოპერა.

2. ჭურჭელი, რომელმაც არათუ ხახვის მიწვა და რძის გადმოღვრა, არამედ ოჯახების დანგრევა, მთავრობების შეცვლა და მრავალი თაობის გაზრდაც გამოიარა

ფოტო: Etsy

ყველაზე გემრიელი წვნიანები სწორედ მათი გამოყენებით მზადდება.

3. ორცხობილების ძველი ყუთი, რომელმაც სულ სხვა დანიშნულება შეიძინა

ფოტო: Imgur

თან ყველა ჯერზე იმედი რომ გაქვს, ერთხელაც მოვხსნი თავსახურს და ნამდვილად დამხვდება პირის ჩასატკბარუნებელიო, მაგრამ ამაოდ.

4. კანფეტები, რომლებსაც მხოლოდ ბებიები ყიდულობენ

სხვამ რომც მოინდომოს, ალბათ, მსგავსი ტკბილეულის პოვნაც კი გაუჭირდება.

5. ჭურჭლით სავსე კარადა, რომელთან შეხებაც კი აკრძალულია

ფოტო: Twitter

საუკუნის კითხვა: როდის დადგება დრო და ჟამი, როცა ამ ჭურჭელს ერთხელ მაინც გამოიყენებს ვინმე?!

6. პლედი, რომელიც ხშირად დივანზეა ხოლმე გადაფარებული

ფოტო: Etsy

მისი დახმარებით ტელევიზორის წინ ფეხებს ჩაითბობთ, სუსხიან ზამთარში ლოგინზე გადაიფარებთ და ახალმოხუფული კომპოტების ქილების "მოსაშუშებლადაც" კი შეიძლება გამოიყენოს ბებომ.

7. კომპოტებით, მურაბებით, მწნილებითა და კონსერვებით სავსე საკუჭნაო

ფოტო: Vintage Editions

მიწიერი სამოთხე აი, ასე გამოიყურება.

8. ზუსტად ასეთი ღვინის ჭიქები

ფოტო: levori.ge

რომელთაც ხშირად წყლის დასალევად უფრო იყენებენ.

9. ვაზაში ჩაწყობილი ხელოვნური ხილი

ფოტო: Etsy

არც ნამდვილი ხილის ნაკლებობაა ხოლმე, მაგრამ რატომღაც ასეთი დეკორაციები განსაკუთრებულად უყვართ.

10. მუჭით შემოპარებული ფული, ვითომ არც არაფერია

ფოტო: Facebook

აქ სიტყვები ზედმეტია.

ბონუსი: ბებიები ყოველთვის ასე გვემშვიდობებიან

ფოტო: Twitter