სამხრეთ კორეის ახალი კანონით, BTS-ის წევრებს ჯარში წასვლა, შესაძლოა, გადაუვადდეთ
K-pop-ის გულშემატკივრებს შეუძლიათ, შვებით ამოისუნთქონ — რამდენიმე წლით მაინც.
პოპულარული სამხრეთკორეული ჯგუფის, BTS-ის ფანები დიდი ხნის განმავლობაში ღელავდნენ, რომ საყვარელი მუსიკალური ბოიბენდის წარმატებისთვის, შესაძლოა, ხელისშემშლელი ყოფილიყო ქვეყანაში მოქმედი კანონი სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ. სამხრეთ კორეაში ყველა შრომისუნარიანი კაცი ვალდებულია, 28 წლამდე საკუთარი ქვეყნის წინაშე ვალდებულება მოიხადოს და 18 თვე იმსახუროს არმიაში.
თუმცა, სამხრეთ კორეის პარლამენტმა კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომელიც პოპვარსკვლავებს — მაგალითად, BTS-ის წევრებს — საშუალებას მისცემს, გადაავადოს ჯარში წასვლა.
აქამდე კანონით გამონაკლისის დაშვება შესაძლებელი იყო მხოლოდ გამორჩეული ხელოვანებისათვის, ათლეტებისა და მუსიკოსებისთვის, მაგალითად, მათთვის, ვინც კლასიკური მუსიკის კონკურსებში იმარჯვებდა, თუმცა, არა — K-pop შემსრულებლებისთვის. ეროვნული კრების განცხადებით, მოსალოდნელი ცვლილება მოიაზრებს განსაკუთრებულ შემთხვევებს მათთვის, ვინც "პოპულარულ კულტურასა და ხელოვნებაში წარმატებას მიაღწია". ჩასწორებული კანონის ამოქმედება საპრეზიდენტო ბრძანებულების საფუძველზე მოხდება უახლოეს პერიოდში.
BTS-ის ყველაზე უფროსი წევრი, ჯინი, 4 დეკემბერს 28 წლის გახდება. იმის გათვალისწინებით, რომ ცვლილებები კანონში ჯერ არაა განხორციელებული, იგი წლის ბოლომდე უნდა გაიწვიონ. თუმცა თუკი დაგეგმილი კანონპროექტი მალე ამოქმედდება, მას კიდევ ორი წელი მიეცემა სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსახდელად.
ცვლილების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც BTS-ის აგვისტოში გამოსული სინგლი, Dynamite, Billboard Hot 100-ის სათავეში მოექცა, რითაც სამხრეთკორეელი პოპშემსრულებლების რეიტინგში პირველ ადგილზე ყოფნის პრეცედენტი შეიქმნა. გასულ თვეში ჯგუფი წარდგენილი იყო გრემის დაჯილდოებაზეც.
ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა K-pop შემსრულებელმა, G-Dragon-მა, 20-თვიანი სამხედრო სავალდებულო სამსახური გასულ წელს დაასრულდა და არმიის სათაო შენობა 3 000 ფანის ყიჟინისა და ზარ-ზეიმის ფონზე დატოვა.
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
კომენტარები