ასლან ვაშაყმაძე, რომელიც სამართალდამცავებზე ძალადობის მოწოდებით ვიდეოს ავრცელებდა დააკავეს. მას ძალადობისკენ საჯარო მოწოდებას და პოლიციაზე თავდასხმას ედავებიან.

ვაშაყმაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც ამბობდა, რომ საჭიროა მოქალაქეებმა ერთ-ერთი პოლიციელი შეიპყრონ და სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანებები მიაყენონ. მომხდარზე შსს-ში საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლით აღძრა, რაც ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს და თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში უწყების გადასაცემად და მოწმის სახით საგამოძიებო უწყებაში დასაბარებლად, მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, პოლიციის თანამშრომლები ქალაქ ფოთში შეხვდნენ ასლან ვაშაყმაძეს, რა დროსაც ის თავს დაესხა სამართალდამცველებს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა მათ. უწყებაში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.