ბათუმში ე.წ. ბუშტების პერფორმანსის დროს აქციის 2 მონაწილე დააკავეს. როგორც შსს-ში On.ge-ს უთხრეს, მათი დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 161-173-ე მუხლით მოხდა, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გულისხმობს.

ხმაური და დაპირისპირება აქციის მონაწილეების მხრიდან მთავრობის სახლთან ბუშტების გაკვრის მცდელობას მოჰყვა. აქციის მონაწილეებს პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. იყო ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაც.

მესამე კვირაა აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებს კარვები აქვთ გაშლილი და უკვე რამდენიმე დღეა პერმანენტული აქციები გრძელდება. ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების არ აღიარებს. მათი უცვლელი მოთხოვნებია:

  • ცესკოსა და უსკოს შედეგების ბათილად ცნობა;
  • ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და
  • პოლიტპატიმრების გათავისუფლება.