Nvidia-მ ახალი ვიდეობარათი RTX 3060 Ti დაანონსა, რომელიც $399 ეღირება. მოცემული გრაფიკული ბარათი მიეკუთვნება RTX 3000 სერიებს და იქნება ერთ-ერთი საკმაოდ ხელმისაწვდომი მოდელი.

RTX 3060 Ti შეიქმნა, რათა სრულიად გადაესწრო სიმძლავრით სხვა შედარებით ძველი ბარათებისთვის, როგორებიცაა RTX 2080 და RTX 2080 Super. კომპანიის თქმით კი, ეს ახალი ვიდეობარათი RTX 2060 Super-ზე 40%-ით სწრაფი იქნება.

ფოტო: Theverge.com

RTX 3060 Ti ხელმისაწვდომი იქნება 2 დეკემბრიდან. ვიდეობარათი ძალიან ჰგავს RTX 3070-ს მისი დიზაინისა და გამაგრილებლების გამო. მთავარი დიზაინის განსხვავება მისი ღია ნაცრისფერი ფერი იქნება (RTX 3070-ს უფრო მუქი ნაცრისფრის შეფერილობა აქვს).

აღსანიშნავია და ძალიან სასიხარულოა ის ამბავიც, რომ ამ ახალ ბიუჯეტურ ბარათს 8GB ვიდეომახსოვრობა ექნება. Nvidia კი მიგვითითებს, რომ ამ ბარათისთვის, მინიმუმ, 600 ვატიანი კვების ბლოკი იქნება საჭირო, ხოლო RTX 3060 Ti მაქსიმუმ 200 ვატს მოიხმარს.