პარლამენტის ყოფილი წევრი, კობა დავითაშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბოლოს ის ალადაშვილის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იყო. როგორც კლინიკაში On.ge-ს უთხრეს, პოლიტიკოსი დღეს პოლიორგანული უკმარისობით გარდაიცვალა.

კობა დავითაშვილი 1999 წლიდან 2016 წლამდე, ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. ბოლოს ის დეპუტატად ქართული ოცნების პარტიული სიით აირჩიეს, 2012-2016 წლის მოწვევის პარლამენტში.

ბოლო წლების განმავლობაში კობა დავითაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მას გადაადგილებაც უჭირდა. ივლისში იგი სოციალურ ქსელში წერდა, რომ უსახსრობის გამო ექიმთან ვერ მიდიოდა და დახმარებას ითხოვდა.