ბათუმში მთავრობის სახლთან გამართულ აქციაზე მომიტინგეებმა ბუშტები მიიტანეს და ცდილობდნენ ბოძზე დაემაგრებინათ, მაგრამ სამართალდამცავებმა ბუშტები ჩამოხსნეს და დახეთქეს.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, ერთი პირი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.

"მათ უნდა გამოეხატათ პროტესტი მშვიდობიან ფორმებში და მიეცათ ამის საშუალება", — განაცხადა კოტე ანანიაშვილმა.

ბათუმში მთავრობის სახლთან უკვე რამდენიმე დღეა აქციები გრძელდება. მომიტინგეები 31 ოქტომბრის არჩევნების არ აღიარებენ და თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ. გარდა ამისა, ისინი დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ.