ოქტომბერში Apple-მა დააანონსა MagSafe Duo, კომპაქტური, დასაკეცი და სამგზავროდ მოსახერხებელი დამტენი, რომელსაც iPhone-ის, Apple Watch-ისა და ასევე AirPods-ის უსადენო დამუხტვა შეუძლია. რამდენიმე მოწყობილობის ერთდროულად დატენვის ფუნქციით აღჭურვილი MagSafe Duo კომპანია Apple-ის უცნაურ ნაბიჯად ჩათვალეს. პრეზენტაციისას Apple-ს არ დაუკონკრეტებია დამტენის გამოსვლისა და გაყიდვაში ჩაშვების დრო, მაგრამ ჭორების თანახმად, Apple MagSafe Duo-ს დეკემბრის ბოლოს ან საერთოდაც მომავალ წელს ჩაუშვებდა გაყიდვაში.

როგორც ჩანს, Apple-მა არ დააყოვნა და MagSafe Duo ყველასთვის მოულოდნელად, დეკემბრის დასაწყისში ჩაუშვა გაყიდვაში. MageSafe Duo-ს მიწოდება, საკუთარი მაღაზიებისთვის, Apple-მა სასწრაფოდ დაიწყო.

Techcrunch-ის მთავარმა რედაქტორმა — მეთიუ პანზარინომ, Apple-ის ახალი პროდუქტი შეაფასა და განაცხადა რომ "MagSafe Duo სასარგებლო პროდუქტია, მაგრამ საკმაოდ ძვირადღირებული". მეთიუს აზრით, MagSafe Duo-სთვის 129$ დოლარი შეუსაბამო ფასია, დამტენის ღირებულება მხოლოდ და მხოლოდ 70$ დოლარი უნდა იყოს.

ფოტო: TechCrunch