6 შედეგი, რომლის მიღებაც კორპორატიული ტრენინგებით შეგიძლიათ
რატომ ხდება თანამშრომლების გადამზადება ორგანიზაციებში?
როგორც წესი, არსებობს ისეთი პრაქტიკული მიზეზები, როგორიცაა: ფეხი აუწყო განვითარებადი ინდუსტრიის საერთაშორისო სტანდარტებს ან გააცნო ახალ თანამშრომელს კომპანიის პროცესები. უამრავი მიზეზის ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ სინამდვილეში, ბევრი კომპანიისთვის უცნობია ის რეალური და მნიშვნელოვანი ფაქტორები, თუ რატომ უნდა მოხდეს პერიოდულად თანამშრომლების გადამზადება.
BDO Academy გვიჩვენებს ბევრ მაგალითს იმისა, თუ როგორი სარგებლის მომტანია ბიზნესებისთვის თანამშრომლების დატრენინგება. ამ ბლოგის მეშვეობით გიზიარებთ იმ შედეგებს, რომელსაც კორპორატიული ტრენინგები გთავაზობთ.
1. მუშაობის ხარისხის გაუმჯობესება
ორგანიზაციისთვის თანამშრომლების გადამზადების მთავარი მოტივატორი პროდუქტიულობისა და შესრულების გაუმჯობესებაა. მიღებული ცოდნა, შესაძლებლობას აძლევს თითოეულს უკეთესი ხარისხით შეასრულონ მათი საქმე რეალურ დროში.
ამის გარდა, მათ უკეთ აქვთ გათავისებული საკუთარი ორგანიზაციული როლი, პასუხისმგებლობა და კარგად იციან, როგორ იმუშაონ სამიზნე აუდიტორიასთან.
2. ჩართულობის ზრდა
რაც უფრო ჩართულია თანამშრომელი, მით უფრო მაღალია მისი პროდუქტიულობის დონე. ტრენინგების საშუალებით, თქვენ მუდმივად ახალისებთ თანამშრომლებს და აძლევთ შესაძლებლობას პიროვნულად უკეთ წარმოჩნდნენ. ამასთან, ტრენინგების დროს მარტივად ხდება ახალი წევრების ინტეგრირებაც.
3. კომპანიიდან თანამშრომლების გადინების შემცირება
ცნობილი ფაქტია, რომ ახალი თანამშრომლის ძებნისა და აყვანის პროცესი შეიძლება ძვირადღირებული და შრომატევადი ამოცანა იყოს.
ტრენინგები თანამშრომლებში ღირებულების განცდას ზრდის. მათი გადამზადებით თქვენ აჩვენებთ, რომ მზად ხართ მიაწოდოთ ყველანაირი რესურსი საუკეთესო სამუშაო გარემოს შესაქმნელად. სანაცვლოდ, თქვენი თანამშრომლები სიამოვნებით ასრულებენ მათ საქმეს, იზრდებიან პროფესიულად და უფრო დიდხანს რჩებიან თქვენს ორგანიზაციაში.
4. თანამშრომელთა უნარების მართვა
ტრენინგ რეპორტების დახმარებით, კომპანიის მენეჯერებს საშუალება აქვთ თვალი ადევნონ თითოეული თანამშრომლის უნარების განვითარების პროცესს. მათი მეშვეობით შეგიძლიათ დაგეგმოთ ინდივიდუალური სწავლების ბილიკი, რომელიც მუშაობის პარალელურად უნდა გაიარონ გუნდის წევრებმა. ტრენინგის შეფასებითა და მიღებული ინფორმაციით, შეგიძლიათ აარჩიოთ თქვენზე და თქვენს თანამშრომლებზე მორგებული კურსები, რომელსაც ტრენინგ ცენტრი გთავაზობთ.
5. შინაგანი სისუსტეების დაძლევა
ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია როგორც ძლიერი, ასევე სუსტი მხარეების ცოდნა. კორპორატიული ტრენინგებით კი, ამის უზრუნველყოფა შესაძლებელია.
თითოეული კურსი გიჩვენებთ თანამშრომლის რეალურ შესაძლებლობებს, რადგან ნეიტრალურ, გარე ტრენერთან გუნდის წევრები ბევრად გულახდილები არიან და კარგად იკვეთება მათი როგორც იდეები, ასევე პრობლემები.
6. ეფექტური მომსახურება
მომხმარებლების კმაყოფილება ბიზნესის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. გადამზადებული თანამშრომლები ქმნიან მეტად პროდუქტიულ გუნდს, რომლებიც ემსახურებიან და ქმნიან თქვენს ბედნიერ მომხმარებლებს. კმაყოფილი მომხმარებელი კი ერთგული მომხმარებელია, რომელიც აძლიერებს თქვენს ბიზნესს.
ასეთი შედეგების შემდეგ, აუცილებელია თქვენი თანამშრომლებისთვის ტრენინგ სტრატეგიების შემუშავება.
BDO Academy-ში არის კორპორატიული ტრენინგების ჩატარების პრაქტიკა, რაც გულისხმობს კომპანიის ბიზნეს პროცესებზე მორგებულ ტრენინგ-პროგრამების შექმნასა და ჩატარებას მოთხოვნის შესაბამისად.
აკადემიის გუნდი ყოველთვის მზადაა კონსულტაციებისთვის და დახმარებისთვის.
დაუკავშირდით: [email protected]
#კენწეროარარსებობს
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
კომენტარები